გორეტსკას „რეალის“ ვარიანტი ხიბლავს
ლეონ გორეტსკასადმი ინტერესს მადრიდის „რეალი“ უკვე რამდენიმე დღეა იჩენს. გერმანული გამოცემების ცნობით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა „ბაიერნს“ ერთხელ უკვე ესაუბრა და ფეხბურთელთან დაკავშირებით პოზიცია მოისმინა...
გორეტსკას „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და განახლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. როგორც სჩანს, ფეხბურთელს ბუნდესლიგის დატოვება სურს და მადრიდის „რეალში“ გადასვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
თავის მხრივ, გერმანელები ლეონის სანაცვლოდ საკმაოდ მასშტაბურ თანხას მოითხოვენ, თუმცა ფლორენტინო პერესი თვლის, რომ სიჩქარე საუკეთესო გამოსავალი არ იქნება და გორეტსკასა და „ბაიერნის“ კონტრაქტის ვადები ფეხბურთელის ფასს შეამცირებს.
- 30 ივნისი 2021
- 944
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.