„რეალმა“ ვარანს ბოლო ვადა მისცა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლობა რაფაელ ვარანს პირადად დაუკავშირდა და მომავალზე ესაუბრა...
სამეფო კლუბმა ფრანგ მცველს ბოლო ვადა მისცა. ვარანმა მაქსიმუმ 10 ივლისამდე უნდა მოიფიქროს მოაწერს თუ არა ხელს ახალ კონტრაქტს.
იმ შემთხვევაში, თუ რაფა „ბლანკოსს“ აღნიშნულ თარიღამდე პასუხს არ გასცემს, ეს იქნება ავტომატური უარი და ფლორენტინო პერესი ყველა წინადადებას განიხილავს.
„მერენგების“ გეგმა ვარანთან დაკავშირებით 70 მილიონი ევროს გამომუშავებაა.
- 30 ივნისი 2021
- 947
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.