ანჩელოტიმ „ბაიერნის“ ფეხბურთელი მოითხოვა
მართალია, სამეფო კლუბის ნომერ პირველ პრიორიტეტად კილიან მბაპეს გამადრიდელება ითვლება, თუმცა, პერიოდულად, ვრცელდება ინფორმაცია „რეალის“ მხრიდან სხვადასხვა ფეხბურთელისადმი ინტერესისა.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, რომელიც „ბაიერნისა“ და გერმანული ფეხბურთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კარგად ფლობს, მადრიდელების ობიექტივში ლეონ გორეცკა მოექცა.
ფიზიკური აღნაგობითა და ტექნიკით გამორჩეულ ნახევარმცველს, 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება „რეკორდმაისტერთან.“ Transfermark-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
გორეცკა ანჩელოტის საფეხბურთო გემოვნებაში იდეალურად ჯდება. იტალიელმა კლუბს სთხოვა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ გერმანელს და თუ იქნება შესაძლებლობა, მისი მოყვანისთვის იბრძოლონ.
DC
- 30 ივნისი 2021
- 3 447
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.