„რეალის“ გეგმა - ვის ჩართავენ კუნდეს ტრანსფერში?
სამეფო კლუბი დიდ ინტერესს გამოხატავს ფრანგი ცენტრალური მცველის მიმართ.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ თუ მიმდინარე ზაფხულს რაფაელ ვარანიც დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს, ჟულე კუნდეს შეძენა შემადგენლობის გაძლიერებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აღსანიშნავია, რომ „სევილია“ საკმაოდ ასტრონომიული ციფრებით აფასებს თავისი ფეხბურთელის შესაძლებლობებს. ანდალუსიელები მხოლოდ 80 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში აპირებენ მის დათმობას.
არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდელებს არ ძალუძთ კუნდეს სანაცვლოდ ამდენი ფულის გადახდა, შესაბამისად, გარკვეულ ალტერნატიულ ვარიანტზე ფიქრობდენ. დიდი ალბათობით, „რეალი“ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, „სევილიას“ გარკვეულ თანხასა და ისკო შესთავაზებს, რომელსაც გაისად ეწურება მოქმედი კონტრაქტი.
„კუნდესთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე გასულ კვირას. მე ძალიან მომწონს „სევილიას“ ფეხბურთელი. ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ტრანსფერი შედგეს, ისკოს ჩართვა იქნება, ვინაიდან 80 მილიონის გადახდა შეუძლებელია. ლოპეტეგის ძალიან მოსწონს ესპანელი ნახევარმცველი. „რეალში“ მუშაობის დროს, ალარკონს სასტარტო თერთმეტეულში ათამაშებდა“ - დასძინა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ El Chiringuito de Jugones-ის ეთერში.
BD
- 30 ივნისი 2021
- 1 112
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.