ბურთი მბაპეს მხარესაა
კილიან მბაპესთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.
ტურნირის მიმდინარეობისას, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს მომავლის შესახებ დაუსვეს კითხვა, მან უპასუხა, რომ არსებული მომენტისათვის მისთვის ეროვნული ნაკრები იყო პრიორიტეტი და არა სხვა საკითხები. ახლა კი, „პსჟ“-ს ვარსკვლავი არდადეგებზე გაემგზავრება, სადაც მეტი დრო ექნება ფიქრისთვის, თუმცა საბოლოო სიტყვის თქმა მალევე მოუწევს.
შვეიცარიასთან შეხვედრაში გადამწყვეტი პენალტის გაფუჭება და კონტინენტის პირველობის მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდნა, მბაპეს გეგმებთან არაფერ კავშირშია. მას პარიზულ გრანდთან გაისად ეწურება მოქმედი ხელშეკრულება და ამ მომენტისათვის აქვს რამდენიმე არჩევანი: პირველი, ახალი ხელშეკრულების გაფორმება „ლურჯებთან,“ მეორე, ადგილსამყოფელის შეცვლა და მესამე, კონტრაქტის ბოლომდე შესრულება და 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება.
განვლილი სეზონის განმავლობაში, კილიანი ჟურნალისტებთან საუბრობდა სხვა კლუბში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობაზე. მას წინ დიდი მიზნები აქვს, რომელთა განხორციელებისთვისაც სწორი პლატფორმის შერჩევაა საჭირო, რაც კარგად მოეხსენება.
მაშასადამე, ყველაფერი უშუალოდ მბაპეზეა დამოკიდებული - ბურთიც მისია და მოედანიც. საფეხბურთო საზოგადოება ფრანგის დიდი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
MARCA
- 30 ივნისი 2021
- 1 193
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.