სანაკრებო ბატალიები - მეოთხედფინალებში 6 მადრიდისტა ითამაშებს
ევროპის ჩემპიონატსა და „კოპა ამერიკაზე“ მეოთხედფინალური სტადიები იწყება.
ბებერი კონტინენტის მასშტაბით, სამეფო კლუბის მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გადალახა 1/8 ფინალის ბარიერი. აზარი და კურტუა ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიელებს შეერკინებიან. აღნიშნული შეხვედრა პარასევს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
განსხვავებული სიტუაციაა სამხრეთ ამერიკაში. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრაზილიამ და ურუგვაიმ ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. მილიტაოს, კაზემიროსა და ვინისიუსის „სელესაო“ ჩილესთან (შაბათს, 04:00) გაითამაშებს ნახევარფინალის საგზურს, ხოლო ფედე ვალვერდე თანამემამულეებთან ერთად კოლუმბიას დაუპირისპირდება (კვირას, 02:00).
- 30 ივნისი 2021
- 1 112
- 9