მბაპეს ტრანსფერი - შეიხმა ტაქტიკა შეცვალა
2 კვირის წინ, ნასერ ალ ხელაიფიმ პრესის წარმომადგენლებთან დასძინა, რომ პარიზული გრანდიდან ახალგაზრდა ვარსკვლავის გაშვებას არ აპირებს
L'Equipe-ს ცნობით, კლუბის მესვეური ახალ ტაქტიკაზე გადადის და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ერთვება. თუ აქამდე კილიანისა და მისი წარმომადგენელის დათანხმებას სპორტული დირექტორი ლეონარდო ცდილობდა, ამიერიდან, არაბი შეიხი ერთვება თამაშში, რომლის მიმართაც, მსოფლიო ჩემპიონი მეტად პატივისცემით არის განწყობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს, კონტრაქტის 2 ან 3 წლით გახანგრლივებას შეთავაზებენ. თანხმობის შემთხვევაში, მოთამაშის ყოველწლიური ჰონორარი 26 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ფრანგი ჟურნალისტის აზრით, კილიანის გეგმებში არასდროს ყოფილა ადგილსამყოფელის შეცვლა. პირიქით, ის კლუბის ხელმძღვანელობას თხოვს, რომ შემადგენლობის გაძლიერება მოხდეს, რათა გუნდმა ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ხოლო „რეალსა“ და „ლივერპულს,“ რომლებიც მისი ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი, უბრალოდ არ ძალუძთ 150 მილიონი ევროს გადახდა.
AS
- 30 ივნისი 2021
- 5 349
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.