Jugones - ვარანისთვის ბრძოლაში მანჩესტერ „იუნაიტედი“ ფავორიტია
მიუხედავად იმისა, რომ რაფელ ვარანზე პრეტენზიას „ჩელსი“, მანჩესტერ „სიტი“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და „პსჟ“ აცხადებენ, „წითელი ეშმაკები“ გამოკვეთილ ფავორიტებად ითვლებიან.
Jugones-ის ცნობით, ვარანს თავად მიუწევს გული „წითლებისკენ“. ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერულ გრანდში გადასვლაზე 2 წლის წინაც ფიქრობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და ფრანგი მცველი მადრიდულ გუნდში დარჩა.
ახლა ვითარება განსხვავებულია, მართალია ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება, მაგრამ ფლორენტინო პერესი ჩქარობს და დაცვის ლიდერს განახლებას სთავაზობს, სხვა შემთხვევაში კი მისი გაშვება აქვს გადაწყვეტილი.
ვარანისთვის ევროპის ჩემპიონატი უკვე დასრულდა, შესაბამისად ფეხბურთელს „ბლანკოსის“ შეთავაზებაზე საბოლოო პასუხის გაცემა მოუწევს, თუ ის ახალ ხელშეკრულებაზე უარს იტყვის, პერესი მანჩესტერულ კლუბს კარს გაუღებს.
- 29 ივნისი 2021
- 636
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.