სპინაცოლას შეძენით „ბარსა“ და „პსჟ“-ც დაინტერესდნენ
როგორც სჩანს, ლეონარდო სპინაცოლასთვის ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდი შედეგის მომტანი იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რომას“ ფეხბურთელზე პრეტენზიას „პსჟ“-მ და კატალონიის „ბარსელონამაც“ გამოაცხადეს.
ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, აღნიშნული გუნდების მესვეურები „რომას“ დაუკავშირდნენ და სპინაცოლას ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიიღეს.
იტალიურ გუნდს ოფიციალური წინადადება ჯერ-ჯერობით არცერთი მსურველისგან არ აქვს, მაგრამ კონკურენცია მის ფასს კიდევ უფრო გაზრდის და ფლორენტინო პერესის გეგმა ტრანსფერის 25 მილიონ ევროდ გაჩარხვასთან დაკავშირებით შესაძლოა ხარვეზიანი აღმოჩნდეს.
- 29 ივნისი 2021
- 690
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.