იოვიჩი ანჩელოტის გეგმებში არ შედის, „რეალი“ გაყიდვის საკითხს აქტიურად განიხილავს
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის გეგმებში ლუკა იოვიჩი არ შედის და ფლორენტინო პერესი არსებულ შეთავაზებებს უკვე აქტიურად განიხილავს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალის“ პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს სერბი ფორვარდის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს, რაც კილიან მბაპეს ტრანსფერში გამოადგება.
ამავე წყაროზე დაყრდნობიტ, „ბლანკოსი“ იოვიჩის აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის პოზიციის გაგება მოინდომა მომავალ კლუბთან დაკავშირებით.
მადრიდელებს სურთ, რომ პრიორიტეტი იმ კლუბს მიანიჭონ, რომელიც ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის, თუმცა ცალსახაა, რომ ლუკას პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- 29 ივნისი 2021
- 601
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.