ანჩელოტი ვასკესს მარჯვენა მცველად მოიაზრებს
კარლო ანჩელოტი ლუკას ვასკესთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანის პრაქტიკის გაგრძელებას გეგმავს. იტალიელი სპეციალისტი ესპანელ ფეხბურთელს მარჯვენა მცველად მოიაზრებს...
ვასკესმა სამეფო კლუბთან ახალ კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და მისი საკითხი დაიხურა.
დანიელ კარვახალის ტრავმიანობის ფონზე, სამეფო კლუბს ალტერნატივა აუცილებლად სჭირდება, ანჩელოტი კი ალვარო ოდრიოზოლას არ ენდობა და მისი გაშვება აქვს მიზნად დასახული.
კარვახალის ერთადერთი შემცვლელი ლუკას ვასკესი იქნება, განსაკუთრებულად რთულ მომენტში კი მარჯვენა მცველის პოზიციას ნაჩო ფერნანდესი მოირგებს.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამეფო კლუბი ამ ზაფხულს მარჯვენა მცველის შეძენაზე არ იზრუნებს და უმთავრესი მიზანი კილიან მბაპეს ტრანსფერის სრულყოფა იქნება.
- 29 ივნისი 2021
- 671
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.