ვარანმა ევროსარბიელი დაასრულა, მისი მომავალი მალე გაირკვევა
რაფაელ ვარანსა და სამეფო კლუბს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მხარეები ევროსარბიელის დასრულებამდე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანახაზელი თავისუფალია.
რაფაელისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის მომავალი მალე გაირკვევა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება პირველი საუბარი „ბლანკოსსა“ და რაფას შორის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მალე მოხდება.
ვარანის ტრანსფერით „პსჟ“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“ ინტერესდებიან, ორივე გუნდი მზად არის მოლაპარაკებები დღესვე დაიწყოს.
რაც შეეხება ფლორენტინო პერესის პოზიციას. მადრიდელთა პრეზიდენტს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს.
- 29 ივნისი 2021
- 672
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.