მბაპე:„დაცემის შემდეგ ადგომა ყოველთვის უფრო სასიამოვნოა“
კილიან მბაპემ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მე ვერ შევძელი. ამ სიტყვებით თქმა ურთულესია, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევი. ალბათ ბევრი ღამის განმავლობაში გამიჭირდება დაძინება და გამახსენდება თერთმეტმეტრიანი, რომელიც ვერ გავიტანე, თუმცა ეს არის სპორტი, სადაც მუდმივად წარმატებას ვერ მიაღწევ.“
„დაცემის შემდეგ ადგომა გაცილებით სასიამოვნოა, სწორედ ეს სიტყვები მითხრა კარიმ ბენზემამ გასახდელში, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. დიდი მადლობა კარიმს, რომლისგანაც აშკარა მხარდაჭერას ვგრძნობ.“
„დიდ ბოდიშს ვუხდი ქომაგებს და მსურს ყველას ავუხსნა, რომ იმ მომენტში გატანა ყველაზე მეტად მე მსურდა.“
„ჩვენ ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, ამის მჯერა და მწამს.“
- 29 ივნისი 2021
- 17 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.