ბენზემა:„ჩვენ ვიმსახურებდით მომდევნო ეტაპს, მაგრამ არ გაგვიმართლა“
კარიმ ბენზემამ შვეიცარიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „მამლები“ მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდნენ...
„ძალიან ახლოს ვიყავით მომდევნო ეტაპთან, მაგრამ მეტოქემ ბოლო წუთებში საოცრება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. საკუთარი გოლებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ამან გადამწყვეტი როლი ვერ ითამაშა.“
„დასანანია, რომ ევროსარბიელს უნდა დავემშვიდობოთ, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან გუნდს ცოტა ხნის წინ დავუბრუნდი.“
„მბაპე? კილიანის კლასის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. შვეიცარიელებთან დაპირისპირების შემდეგ მას ვუთხარი, რომ პენალტი ყველა ფეხბურთელს გაუფუჭებია და ეს საღამო მას უფრო დიდ გამოცდილება შესძენს და მენტალურად ძლიერს გახდის.“
- 29 ივნისი 2021
- 13 634
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.