„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა რამოსს პირადად დაურეკა
ESPN და რამდენიმე გერმანული გამოცემა იუწყება, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, სერხიო რამოსს პირადად დაურეკა.
„რეკორდმაისტერი“ მზად არის, ესპანელ ფეხბურთელს 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. „ბაიერნში“ მიაჩნიათ, რომ რამოსის ტრანსფერი სავსებით შესაძლებელია და ეს იქნება იდეალური შეთანხმება.
ამასთან ერთად, გერმანელთა ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ სერხიოს უკვე განუსაზღვრა მოსაფიქრებელი დრო. „ბლანკოსის“ ყოფილმა კაპიტანმა მიუნხენურ კლუბს მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა უთხრას საბოლოო პასუხი.
არ არის გამორიცხული, სულ რამდენიმე დღეში რამოსი „ბაიერნის“ მაისურში გამოწყობილი ვიხილოთ.
- 28 ივნისი 2021
- 2 364
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.