მოდრიჩი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი, რომელიც ხორვატიასა და ესპანეთს შორის კოპენჰაგენში გაიმართა, მეტად დაძაბული, დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა.
მატჩის ძირითადი დრო 3-3 დასრულდა, ხოლო ე.წ ექსტრა ტაიმებში, "ფურია როხამ" 2 უპასუხო ბურთი გაახვია ლივაკოვიჩის კარში. საბოლოო, 3-5 დაფიქსირდა ტაბლოზე და შემდეგი ეტაპის საგზურიც ლუის ენრიკეს შეგირდებს დარჩათ.
35 წლის ლუკა მოდრიჩი 113 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მწვანე მინდორზე. ახლა ის კუთვნილი არდადეგებით ისარგებლებს და ივლისის მეორე ნახევარში შეუერთდება მადრიდელ თანაგუნდელებს.
- 28 ივნისი 2021
- 506
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.