სრული სიგიჟე! - რაზე მოუწევს უარის თქმა მბაპეს?
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბის კილიან მბაპეს გარდა არავისზე ფიქრობს.
როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, მისთვის მომავალთან დაკავშირებული საკითხები მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა ყველაფერი.
საგულისხმოა, რომ მხოლოდ "რელის" გაძლიერებული ინტერესი არ კმარა მბაპეს გასამადრიდელებლად. პარიზული გუნდის მფლობელმა, ყოვლისშემძლე შეიხმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დასძინა, რომ კილიანის გაშვებას არცერთ შემთხვევაში არ აპირებს. ნასერ ალ ხელაიფი სუპერ შეთავაზებას უმზადებს ახალგაზრდა ვარსკვლავს.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში დარჩენის სანაცვლოდ, მბაპეს ყოველწლიური ხელფასის გაზრდას 50 მილიონ ევრომდე ჰპირდებიან, რაც სრული სიგიჟეა და მეტი არაფერი.
ამ შემთხვევაში, როცა საქმე ფინანსებს ეხება, "რეალი" უბრალოდ უძლურია. "თეთრების" მაქსიმუმი, ფეხბურთელისთვის 25 მილიონი ევროს შეთავაზება იქნება.
თავად მბაპეს არა ერთხელ გამოუთქვამს მადრიდში თამაშის სურვილი, თუმცა პარიზისთვის უარის თქმა რომ ძალიან რთულია, ამას ყველა კარგად ხვდება.
BD
- 28 ივნისი 2021
- 8 163
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.