მიგელ გუტიერესის შეძენა პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ახალგარზდა განაპირა მცველი განვლილი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა.
ზინედინ ზიდანის ფორმაციის „რეალში,“ მიგელ გუტიერესის დებიუტი „კადისის“ წინააღმდეგ შედგა. საერთო ჯამში, 19 წლის ფეხბურთელმა პირველი შემადგენლობის რიგებში 6-ჯერ იასპარეზა და საკმაოდ შთამბეჭდავადაც.
The Athletic-ის ინფორმაციით, მოთამაშის შესაძლებლობებით „არსენალის“ თავკაცია დაინტერესებული. მიკელ არტეტას სურვილს ფეხბურთელზე სრული უფლების მოპოვება წარმოადგენს, ხოლო თუ „რეალს“ მის გაყიდვაზე ვერ დაითანხმებენ, „მეთოფეები“ იჯარითაც დაკმაყოფილდებიან.
მიგელ გუტიერესს სამეფო კლუბისთვის 2024 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი. ამ მომენტისთვის, მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონს შეადგენს.
გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსში“ საკმაოდ დიდი კონკურენციაა დაცვის მარცხენა ფრთაზე, რაც ფეხბურთელისთვის ნაკლებ სათამაშო პრაქტიკას ნიშნავს, მისი განათხოვრება „თეთრების“ გეგმებშიც უნდა შედიოდეს.
თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, 5 ივლისს, მიგელი წინასასეზონო მომზადების პროცესს დაიწყებს თანაგუნდელებთან ერთად.
AS
- 28 ივნისი 2021
- 740
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.