ცნობილია - ლა ლიგის, კოპა დელ რეისა და სუპერ თასის დაწყების თარიღი
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის 3 მთავარი ტურნირის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
პრიმერა დივიზიონის 2021/2022 წლების სეზონი 13-15 აგვისტოს აიღებს სტარტს, ხოლო ბოლო ტური 22 მაისს გაიმართება. ამასთანავე ცნობილია, რომ ჩემპიონატის მატჩები უქმეების გარდა, პარასკევსა და ორშაბათსაც ჩატარდება.
საშობაო არდადეგები 20 დეკემბერს დაიწყება, თუმცა ახალი წლის ღონისძიების ფარგლებში, 31 დეკემბერს, ლა ლიგა 3 დაპირისპირებას გაუწევს ორგანიზებას.
სანაკრებო ბატალიების კვირეულში - 30 აგვისტოდან 8 სექტემბერამდე, 4 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე, 8 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე, 24 იანვრიდან 31 იანვრამდე და 21 მარტიდან 29 მარტამდე, გათამაშება შეჩერებული იქნება.
აღნიშნული სეზონის განმავლობაში, ე.წ. შუა კვირის ტური მხოლოდ 6 შემთხვევაში გაიმართება.
კოპა დელ რეი
საკვალიფიკაციო ეტაპი: 17 ნოემბერი
პირველი რაუნდი: 1-ლი დეკემბერი
მეორე რაუნდი: 15 დეკემბერი
1/16 ფინალი: 5 იანვარი
1/8 ფინალი: 15-16-19 იანვარი
1/4 ფინალი: 2 თებერვალი
1/2 ფინალის 1-ლი მატჩი: 9 თებერვალი
1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი: 2 მარტი
ფინალი: 23 აპრილი
ესპანეთის სუპერ თასი
როგორც იცით, აღნიშნული ტურნირი 4 გუნდიანი ფორმატის ფარგლებში ტარდება, სადაც მონაწილეობას იღებენ „კოპა დელ რეის“ ფინალისტები, პრიმერას გამარჯვებული და მეორეადგილოსანი. სუპერ თასის ნახევარფინალური თამაშები, რომელშიც ერთმანეთს „რეალი“ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკო“ „ატლეტიკის“ წყვილები შეერკინებიან, 12 და 13 იანვარს არის ჩანიშნული, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენა 16 იანვარს მოხდება.
AS
- 28 ივნისი 2021
- 1 156
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.