კამერუნი 1:2 ჰოლანდია
დღეს ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა მსოფლიო ჩემპიონატზე და კვლავ გამარჯვება იზეიმა.
მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მადრიდის რეალის ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობში აქტიურობდა, სწორედ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ დაწინაურდა ჰოლნდია ვან პერსის გოლის წყალობით 36-ე წუთზე. 65 წუთზე ნიდერლანდელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი სამუელ ეტოომ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ჰოლანდიელებმა კამერუნელებს ფრე ხელიდან ექს-მადრიდისტას ჰუნტელაარის გოლის წყალობით გამოგლიჯეს, კლაასმა თავისი სადებიუტო გოლი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 83 წუთზე გაიტანა, ასისტენტის რანგში ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ყოფილი რეალელი რობენი მოგვევლინა.
- 25 ივნისი 2010
- 2 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.