„რეალი“ და „მილანი“ შეთანხმდნენ
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდულმა და მილანურმა კლუბებმა ესპანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით შეთახმებას მიაღწიეს.
ბრაჰიმ დიასი, რომელიც განვლილი სეზონის განმავლობაში განათხოვრებული იყო „როსონერიში,“ მომავალ სეზონსაც იქ გაატარებს. თავდაპირველად, ივარაუდებოდა, რომ იტალიელები ფეხბურთელის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ისინი კვლავ ერთწლიანი იჯარის საფუძველზე აიყვანენ შემტევს, ხოლო თუ შემდეგ მისი საბოლოოდ დატოვება გადაწყვიტეს, „თეთრებისთვის“ 25 მლნ. ევროს გადახდა მოუწევთ.
ამასთანავე, ბრაჰიმის გასხვისების შემთხვევაში, სურვილისამებრ, „რეალსაც“ ექნება მისი დაბრუნების საშუალება. კონტრაქტის თანახმად, მადრიდელები 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდიან დიასის ტრანსფერს.
BD
- 28 ივნისი 2021
- 3 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.