აზარმა ტრავმა მიიღო
ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.
პორტუგალიასთან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ედენ აზარმა დისკომფორტი იგრძნო მარჯვენა ფეხის ბარძაყზე, რის გამოც შეცვლა მოითხოვა და მწვრთნელმა მის ნაცვლად კარასკო ჩართო თამაშში.
არსებული მომენტისათვის უცნობია, რა ხარისხის დაზიანება აწუხებს კაპიტანს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა ის 2 ივლისს, იტალიელების წინააღმდეგ ბურთაობას.
საგულისხმოა, რომ მეორე ტაიმის დებიუტში, კევინ დე ბრუინმაც ტრავმის გამო დატოვა მოედანი. რობერტო მარტინესო არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია.
- 28 ივნისი 2021
- 1 723
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.