ვარანი - 10 წელი "რეალის" რიგებში

უკვე ზუსტად 10 წელი გავიდა, რაც რაფაელ ვარანი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ირიცხება.

სამეფო კლუბმა ფრანგი ცენტრალური მცველი 2011 წლის 27 ივნისს გაიფორმა, ხოლო მისი სადებიუტი შეხვედრა თეთრ მაისურში, 21 სექტემბერს, სანტანდერის "რასინგის" წინააღმდეგ შედგა.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ვარანი "რეალის" შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან კლუბთან ერთად 18 ტიტული მოიგო. საერთო ჯამში ჩაატარა 360 თამაში და 17-ჯერ დაამწუხრა მეტოქე კარის მეკარეები.

ფეხბურთელის "რეალში" 10 წლის იუბილეს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა, ხოლო თავად ვარანმა, სოციალურ ქსელში გაიხსენა მნიშვნელოვანი თარიღი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი იწერება რაფას გუნდიდან წასვლის თაობაზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)