ლუკა მოდრიჩის ოცნება
„რეალის“ თანამედროვე ისტორიაში ლუკა მოდრიჩი ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.
ხორვატი ნახევარმცველი 2012 წელს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა მადრიდულ გრანდს და მას შემდეგ, საკლუბო ასპარეზზე ყველანაირი ჯილდო მოიგო, მათ შორის ინდივიდუალურიც, „ოქროს ბურთის“ სახით.
სექტემბერში ლუკას 36 წელი უსრულდება და მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ განაგრძობს უმაღლეს დონეზე ბურთაობას. როდესაც მოდრიჩმა კიდევ ერთი წლით (2022 წლის 30 ივნისამდე) გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან, პრეზიდენტ პერესს უთხრა, რომ მის ოცნებას წარმოადგენს საფეხბურთო კარიერის „რეალში“ დასრულება.
ამასთანავე, ნაკრების კაპიტანი იმედოვნებს სათანადო ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებს, რაც მას საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს ყატარში ჩატარდება.
BD
- 27 ივნისი 2021
- 3 640
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.