ანჩელოტის კამავინგას შეძენა არ სურს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს სატრანსფერო პრიორიტეტები წარუდგინა. იტალიელმა იცის, რომ გუნდის მთავარი მიზანი მბაპეა და თუ ეს შეთანხმება შედგება „რეალმა“ შესაძლოა სხვა მოთამაშეები აღარც დაიმატოს, მაგრამ თუ კილიანის ტრანსფერი ვერ მოხერხდა, სხვა ფეხბურთელებზე აქცენტი აუცილებლად გაკეთდება.
ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს უთხრა, რომ ედუარდო კამავინგა მის გეგმებში არ შედის და ზინედინ ზიდანის სიმპატია წარსულს ჩაბარდა.
ფრანგი ნახევარმცველი ამომავალი ვარსკვლავია და მის პერსპექტივაში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა ანჩელოტის სხვა ფეხბურთელები უფრო მოსწონს. კარლიტო თვლის, რომ ფედერიკო ვალვერდე მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, ასევე გუნდის მიზანის სერია „ა“-დან ერთ-ერთი ნახევარმცველის გადმოყვანა იქნება. აქტიურად მოიხსენიება სერგეი მილინკოვიჩის პერსონაც.
იმ ფონზე, რომ კამავინგასთვის ბრძოლას „ბლანკოსი“ აღარ გეგმავს, ედუარდო დიდი ალბათობით სხვა კლუბებთან განაახლებს მოლაპარაკებებს. თავის დროზე „რეალთან“ ერთად ბრძოლაში „პსჟ“, „ბაიერნი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“ იყვნენ ჩართულები.
- 27 ივნისი 2021
- 4 784
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.