კუნდემ „რეალს“ ვადა დაუწესა
როგორც უკვე გაუწყეთ, ფრანგ მცველს, რომელიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, სამეფო კლუბის მაისურის მორგების დიდი სურვილი გააჩნია.
DC-ის ცნობით, ჟულე კუნდემ მადრიდულ გრანდს გარკვეული ვადა დაუწესა. ის 1-ელ აგვისტომდე დაელოდება ოფიციალური „რეალის“ შეთავაზებას და თუ აღნიშნულ ვადაში არაფერი მოიმოქმედეს, მაშინ, სხვა კლუბის წინადადებას მოისმენს.
„სევილიას“ ფეხბურთელი „ბლანკოსის“ ინტერესთა სფეროში ჯერ კიდევ განვლილ სეზონში მოექცა, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება, ასტრონომიულ ციფრებთანაა დაკავშირებული. ანდალუსიელები მხოლოდ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან მას.
ამასთანავე, „რეალში“ ცენტრალური მცველის მიყვანის საკითხი იმ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, თუ შემადგენლობას რაფაელ ვარანიც დატოვებს.
DC
- 27 ივნისი 2021
- 844
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.