„ინტერმა“ „რეალს“ დაურეკა, თუმცა...
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ აშრაფ ჰაკიმი მომავალი სეზონიდან პარიზული გრანდის ღირსებას დაიცავს.
როგორც იცით, მაროკოელი განაპირა მცველი 2 წლის განმავლობაში იჯარის წესით „ბორუსიას“ რიგებში ირიცხებოდა, ხოლო წინა ზაფხულს, „რეალში“ დარჩენაზე უარი განაცხადი და „ინტერში“ გადაბარგდა სათამაშოდ. მადრიდული და მილანური კლუბები ტრანსფერის გაფორმების პროცესში შეთანხმდნენ, რომ „ბლანკოსს“ მოთამაშის უპირატესი შესყიდვის უფლება ექნებოდა. აქედან გამომდინარე, როდესაც „პსჟ“-ს წარმომადგენლები „ნერაძურის“ ბოსებს დაუკავშირდნენ, ამ უკანასკნელებმა ზარი განახორციელეს ესპანეთის დედაქალაქში და კოლეგებს ჰკითხეს, ხომ არ იყვნენ დაინტერესებულნი აშრაფის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნებით, რაზეც ნეგატიური პასუხი მიიღეს.
დიდი ალბათობით, ფლორენტინო პერესს კვლავ სურს ჰაკიმი თეთრ მაისურში იხილოს, მაგრამ არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მის შესაძლებლობებს აღემატება ყოფილ შეგირდში 70 მილიონი ევროს გადახდა.
DC
- 26 ივნისი 2021
- 1 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.