რამოსი ახალ ქალაქში საცხოვრებელს ეძებს

სერხიო რამოსი, რომელიც უკვე დაემშვიდობა მადრიდის „რეალს,“ რამდენიმე დღეში ოფიციალურად მოირგებს თავისუფალი აგენტის სტატუსს.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი „პსჟ“-ში გააგრძელებს კარიერას. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ფეხბურთელი უკვე საცხოვრებელს ეძებს პარიზში, სადაც ოჯახთან ერთად მოუწევს მომდევნო რამდენიმე წლის გატარება.

როგორც იწერება, რამოსის ფრანგულ გრანდში გადასვლა, დიდწილად ნეიმარის ფაქტორმა განაპირობა. ესპანელსა და ბრაზილიელს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ამის პარალელურად, „ოთხიანს“ ახალ გასახდელში ყოფილი თანაგუნდელები (დი მარია და ნავასი) და თანამემამულეები (სარაბია, ერერა, რიკო და ბერნატი) დახვდებიან.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (195)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)