კუნდეს „რეალში“ სურს თამაში?
თუ რამოსის შემდეგ, მადრიდის დატოვება ვარანმაც გადაწყვიტა, რისი შანსიც საკმაოდ მაღალია, „რეალს“ აუცილებლად მოუწევს ახალი ცენტრალური მცველის მიყვანა მიმდინარე სატრანსფერო ფაჯარაზე.
ესპანური პრესის ინფორმაციით, „თეთრები“ ერთ-ერთ ვარიანტად ჟულე კუნდეს განიხილავენ, რომელიც „სევილიას“ ღირსებას იცავს. არსებული მომენტისათვის, 22 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია და რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა.
გაზეთ ABC-ის ცნობით, მან კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს უამბო, რომ კარიერის გაგრძელება ესპანეთის დედაქალაქში სურს. კუნდეს მიზანია სამეფო კლუბის მაისურის მორგება და კარიერაში პირველი ტიტულების მოგება.
ანდალუსიურ გუნდში უკნახაზელის შესაძლებლობებს საკმაოდ მაღალ შეფასებებს აძლევენ. სევილიელები მხოლოდ 80 მილიონის მიღების შემთხვევაში შეელევიენ ჟულეს.
AS
- 26 ივნისი 2021
- 624
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.