კურტუა: „აზარი ახლოს არის ამასთან“
ტიბო კურტუამ ედენ აზარსა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„როდესაც ედენს ვუყურებ ვარჯიშებზე, ვხვდები, რომ ის ახლოს არის საუკეთესო ფორმასთან. სამწუხაროდ, მან რთული პერიოდი გამოიარა მადრიდში. სესიებზე ბოლომდე იხარჯებოდა, თუმცა შემდეგ მიკრო ტრავმების გამო არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. განვლილ შეხვედრაში აზარი 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მოედანზე. ვიმედოვნებ, პორტუგალიელების წინააღმდეგაც იგივეს გააკეთებს და თავის წვლილს შეიტანს მეტოქის ძლევაში.“
„კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ჩემი აზრით, ის ზუსტად იგივეა, როგორც მაშინ, როდესაც მე „ატლეტიკოს“ ღირსებას ვიცავდი. რა თქმა უნდა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული.“
DC
- 26 ივნისი 2021
- 927
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.