მადრიდის რეალის სამიზნეები

მადრიდის რეალი მიმდინარე სეზონში ბევრ ფეხბურთელს რომ არ შეიძენს და ეს ჟოზე მოურინიომაც განაცხადა, მისი თქმით ბლანკოსი 2-3 მოთამაშეს დაიმატებს.

მადრიდის რეალის პირველი სამიზნე მაიკონია, ის სავარაუდოდ 1 კვირაში შეუერთდება სამეფო კლუბს, მისი ტრანსფერი ბლანკოსს 35 მლნ. ევრო დაუჯდება.

თუ ეს ტრანსფერი ჩაიშალა მაშინ რეალი დავიდ ლუისს შეიძენს, მაგრამ ამ ფეხბურთელს თავის რიგებში უკვე ეპატიჟება ჩელსიც, რომელმაც უკვე ოფიციალურად მიმართა ბენფიკას და 12 მლნ. შესთავაზა პორტუგალიურ კლუბს.

მადრიდის რეალს სურს დე როსის შეძენა, მაგრამ იტალიელის გადმობირება ძალიან ძნელი იქნება, რადგან არც მას სურს კლუბის დატოვება და არც რომა აპირებს მის გაშვებას სხვაგან.

დე როსის ნაცვლად რეალი სტივ ჟერარდს უმიზნებს, ბლანკოსის წარმომდგენლები ესაუბრნენ მის აგენტს, რომელმაც განაცხადა, რომ სტივის მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

თუ რეალმა ვერც იტალიელი და ვერც ინგლისელი შეიძინა, მაშინ მიუნხენის ბაიერნთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტრანსფერი შედგეს, გერმანელები ბასტიანს 55 მილიონად აფასებენ, რაც მადრიდის რეალის ხელმძღვანელობის აზრით ძალიან ბევრია.

  • SunSay
  • 24 ივნისი 2010
  • 2 992
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)