„რეალი“ მზად არის მბაპეს ტრანსფერისთვის სარეზერვო ბონუსიც გამოყოს
მადრიდის „რეალი“ კომპრომისზე მიდის. კილიან მბაპეს ტრანსფერისადმი სურვილი იმდენად დიდია, რომ ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს შეთახმების მისაღწევად...
ესპანური გამოცემების ცნობით, გარდა სატრანსფერო თანხისა, პრეზიდენტი მზად არის, რომ ბონუსის სახით 50 მილიონი ევრო გამოყოს, რასაც „პსჟ“-ს ეტაპობრივად გადაუხდის, თუმცა ამისთვის მბაპეს გარკვეული წარმატებების მიღწევა მოუწევს.
ერთ-ერთი კომპონენტი „ფიფას“ და „უეფას“ საუკეთესო თერთმეტეულში მოხვედრა იქნება, ასევე „უეფას“ ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელობა, ოქროს ბურთის მოგება, ინდივიდუალური ჯილდოები ბომბარდირობასთან და სხვა კომპონენტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ მბაპე „რეალში“ გაიბრწყინებს და შესაბამისად ჯილდოებსაც მიიღებს, ეს ყველაფერი პარიზული კლუბის ინტერესებშიც შევა, ვინაიდან გუნდს დამატებით 50 მილიონის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
- 26 ივნისი 2021
- 9 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.