დიარას ინტერვიუ
მადრიდის რეალის საყრდენმა ნახევარმცველმა დიარამ ინტერვიუ მისცა ესპანურ გამომცემლობა მარკას
- რას იტყვით მოურინიოს შესახებ?
- მე მას კაპელოსთან შევადარებდი, მათ დაახლოებით ერთნაირი მენტალიტეტი აქვთ. მას არ უყვარს როდესაც ვარჯიშებზე აგვიანებენ და დიდ ყურადღებას აქცევს დისციპლინას.
- როგორ ფიქრობთ ეს ის მწვრთნელია, რომელიც მადრიდის რეალს სჭირდება?
- მე ვფიქრობ რომ მოურინიო ერთი სეზონით ადრე უნდა გადმოსულიყო რეალში, შესალოა მას ის წარმატება ვერ მიეღწია, რომელსაც გასულ სეზონში ინტერთან ერთად მიაღწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მასთან ერთად რომელიმე ტიტულს აუცილებლად მოვიგებდით.
- ხომ არ იცით როგორი დამოკიდებულება აქვს მას ფეხბურთელებთან?
- მე ვესაუბრე დროგბასა და ესიენს, მათი საუბრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მოუ ფეხბურთელებთან ძალიან თბილად არის და მათ ხშირად ესაუბრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აგრეთვე მისთვის არ აქვს ფეხბურთელებს მნიშვნელობა ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. როდესაც იცი, რომ 20 წუთი გაქ სათამაშო და ეს შანსი მოურინიომ მოგცა, ყველაფერს გააკეთებ, რათა თავი კარგად წარმოაჩინო და შეასრულო ყველა მისი დავალება. მისი ფეხბურთელები ყოველთვის მზად არიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, შეხვედრების მოსაგებად.
- ეს ყველაფერი პელეგრინის დროს არ ხდებოდა?
- არ მსურს გავაკრიტიკო მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელი, მაგრამ გასულ წელს სათადარიგო ფეხბურთელებმა ვიცოდით, რომ არ მოგვიწევდა თამაშში ჩართვის საშუალება, ჩვენ ვგრძნობდით მწვრთნელის უნდობლობას. ორშაბათიდან მოყოლებული ვიცოდით ვინ ითამაშებდა და ვინ არა, არ ქონდ მნიშვნელობა რა შედეგით წარიმართებოდა მატჩი, ეს კი უარყოფითად მოქმედებდა როგორც ჩვენზე ასევე გუნდის შედეგებზე. ასევე იყო კაპელოს დროს, როდესაც იგი არ ათამაშებდა ბექჰემს, რონალდოს და კასანოს, ამ ფეხბურთელების ახლა შესანიშნავად მესმის, მაგრამ როგორც მე მითხრეს ჟოზე ასეთი მწვრთნელების კატეგორიას არ განეკუთვნება.
- მოურინიომ ეტო'ოს პოზიცია შეუცვალა და ფაქტიურად ნახევარმცველად ათამაშებდა რიგ შეხვედრებში, რამაც გაამართლა კიდეც...
ეტო'ომ ნახევარმცველად რომ გაამართლა ეს მეტწილად ჟოზეს დამსახურებაა, მან იცის როგორ უნდა იმუშაოს ფეხბურთელებთან. ერთ დღეს ჩემთან პელეგრინი რომ მოსულიყო და ეთქვა შენ უნდა ითამაშო მარცხენა მცველად, ამაზე არ დავთანხმდებოდი, იმიტომ რომ არ ვისურვებდი მეთამაშა ერთი თამაში მარცხენა მცველად, იმის გამო, რომ სხვა ფეხბურთელები მწყობრში არ იყვნენ. ეტო'ოს შემთხვევაში, იგი მუშაობდა ამ საკითხზე შემთხვევით არ მისულა ჟოზე მასთან, მოურინიომ სამუელს დაუსახა გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი გუნდისთვის უფრო დიდ სამუშაოს შეასრულებდა.
- რა ხდებოდა პელეგრინის დროს?
- პელეგრინის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ კლუბი ვერ თამაშობდა გამართულად 90 წუთს, ჩვენ ყველაზე კარგი მატჩი დეპორტივოს წინააღმდეგ გავმართეთ და იმ შეხვედრაშიც მაღალ დონეზე 85 წუთის მანძილზე ვითამაშეთ. მე კარიერის მანძილზე პირველად მომიწია სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და ჩავატარე 7 მატჩი, თუმცა ამას არ ვნანობ, რადგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, როდესაც შორიდან უყურებ უფრო კარგად ჩანს გუნდის უარყოფითი და დადებითი მხარეები. აგრეთვე სათადარიგოზე ჯდომას კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა, სრულად მოვირჩინე ტრავმა და ახლა მზად ვარ ბოლომდე ვემსახურო გუნდს.
- ძალიან თავდაჯერებული ხართ...
- ახლა კარიერის საუკეთესო წლებს ვატარებ და მსურს უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო და ამ მიზნისთვის შრომატევდი სამუშაოსთვის მზად ვარ.
- თქვენი კარიერა მადრიდის რეალში გაგრძელდება?
- ვიმედოვნებ, მე უკვე გავაირე კლუბში ადაპტაცია და მორგებული ვარ სმეფო კლუბის ფილოსოფიას, თუმცა ჩემი დრჩენის საკითხი მწვრთნელის გადასაწყვეტია. როდესაც მდრიდის რეალში გადმოვედი მქონდა ამბიცია მომეგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ჩემი ოცნება ჯერ არ ასრულებულა, ამიტომ ძალიან მსურს კლუბში დარჩენა. მსურს ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონი ჩავატარო, ამაზე ფიქრი მაძლევს ფსიქოლოგიურ ძალას, რათა უფრო მეტი ვიმუშავო ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. ამჟამად ბევრი დიარა არის, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობს, მე მსურს დიარებში საუკეთესო ვიყო.
- თამაშობს მოურინიო დაცვით ფეხბურთს?
- მოურინიოს გუნდები ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ და ეს მათ შეტევაში კარგად გამოსვლის საშუალებას აძლევს. გასულ სეზონში ჩვენ ბერნაბეუზე ისეთმა გუნდებმა გაგვიტანეს გოლები როგორებიც არიან: მალაგა, ვალიადოლიდი, სპორტინგი, ხერესი, რასინგი და ეს გულშემატკივრებისთვის ხშირად გამაღიზიანებელია. ამიტომ დაცვაში კარგი თამაშიც აუცილებელია გუნდისათვის.
- იქნება კაკა საუკეთესო მომავალ წელს?
- რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ის შესანიშნავ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს, მაგრამ ჩემი აზრით მისთვის უკეთესი იქნება სრულად აღიდგინოს ფიზიკური მონაცემები, ის ახლა თავისი შესაძლებლობების 60%-ს აჩვენებს და მისთვის უკეთესი იქნება ცოტა ხნით დაისვენოს, თუმცა ამის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან რთულია. როდესაც მადრიდში იყო ვურჩიე თავი შეეკავებინა თამასისგან და ცოტა კიდევ მოეთმინა, მაგრამ მან არ დამიჯერა.
- რატომ არ მიიღო თქვენი რჩევა?
- არ ვიცი ალბათ ზეწოლა იყო დიდი, რომ ეთამაშა და სურდა პასუხი გაეცა კრიტიკოსებისათვის. მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა, ტრავმირებული ვიყავი და კაპელომ მირჩია არ მეთამაშა, თუმცა მსურდა დამემტკიცებინა, რომ ჩემში გადახდილი ფული წყალში არ გადაყრილა, შედეგად კი სერიოზული დაზიანება მივიღე.
- იქნებ მას ეშინოდა, რომ ფანებს ეწყინებოდათ მისი უთამაშებლობა?
- ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხშირად ვშავდებით, არავინაა სრულყოფილი, ჩვენ მანქანები არ ვართ რომ 100% ით ვიმუშაოთ.
- რომელი ფეხბურთელი იქნება მომავალ წელს საუკეთესო?
- ვფიქრობ კაკა და ბენზემა. კარიმს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც მას დაელაპარაკება და აუმაღლებს მოტივაციას, პირველად მე ის ვნახე ლიონში, როდესაც 15 წლის იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მან კარგი ნაბიჯი გადადგა მადრიდის რეალში გადმოსვლით და იმედი მაქვს მომავალ სეზონში თავის შესაძლებლობებს ყველას დაანახებს.
- თქვენი აზრით რას იზავს რაული?
- მან მადრიდის რეალისთვის ბევრი რამ გააკეთა და ვფიქრობ დარჩება, ის გუნდის თილისმაა. ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.
- და გუტი წავა?
- გუტი ფენომენია, ძალიან მიყვარს იგი და დიდ პატივს ვცემ. გუტი ცნობილია იმით, რომ იგი ერთ დღეს ერთ რამეს ამბობს მეორე დღეს - მეორეს. ვფიქრობ გუტიც დარჩება. როდესაც ის იღებს ბურთს არ იცი რა უნდა გააკეთო, რადგან ყოველთვის გამოირჩევა მისი მოედნის ხედვით, მისი ვარჯიში ყველასთვის სამაგალითოა, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
- დავუბრუნდეთ გასულ სეზონს, როგორ ფიქრობთ წინა სეზონი ჩააგდეთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილო ვარ გასული სეზონით. პელეგრინისთვის გუნდში არსებობდა 13 ფეხბურთელი. ძირითადი 11 და რაული და ბენზემა სათადრიგო. ხოლო დანარჩენებს ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს ამ სიას გუტიც მიემატა. დანარჩენებს კი თავის ფეხბურთელებად არ გვთვლიდა. ეს გუნდზე უარყოფითად მოქმედებს რომ გადავხედოთ ჩელსის, მილანისა და ბარსელონას სათადარიგო სკამს ვნახავთ, რომ ისინი ბევრ დროს ატარებენ მოედანზე და შედეგად მათ უფრო კარგი შემცვლელები ყავთ საჭირო მომენტში, რადგან მზად არიან ნებისმიერ დროს ჩაერთონ მატჩში. ხშირად რეალის ფეხბურთელად ვერ ვგრძნობდი თავს.
- როგორ ფიქრობ მადრიდის რეალში შენი ადგილი არის?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიყვარს სამეფო კლუბი. სანამ რეალში არმოვჩნდებოდი 2ჯერ მქონდა სერიოზული შემოთავაზება ფერგიუსონისგან და მანჩესტერში გადასვლასთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ როდესაც მომივიდა შემოთავაზება თეთრებისგან ყველა ვარიანტი გვერდზე გადავდე და რეალში გადმოვედი.
- რას იტყვით მსოფლიო ჩემპიონატზე?
- ჩემი აზრით არგენტინა, ბრაზილია, ესპანეთი და გერმანია გავლენ ნახევარფინალში.
- რას იტყვით ესპანეთზე?
- ადვილი არ იქნება მათთვის წარმატების მიღწევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავიანთ საუკეთესო თამაშს შემოგვთავაზებენ. აგრეთვე სურპრიზი შემოგვთავაზა ჩილემ, მექსიკამ და ურუგვაი.
- წითლების საუკეთესო ირაღი ვინ არის?
ფერნანდო ტორესი. ჩემთვის ის საუკეთესოა, ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელი. ის ნებისმიერ გუნდს მოერგება და ვფიქრობ ესპანეთის ნაკრებში მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს.
- 24 ივნისი 2010
- 1 952
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.