ჰოლანდის აგენტი „რეალის“ წინააღმდეგ
როგორც იცით, ერლინგ ჰოლანდი სამეფო კლუბის სატრანსფერო ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
ფლორენტინო პერესი გეგმავს, რომ მიმდინარე ზაფხულში კილიან მბაპეს გამადრიდელება გაჩარხოს, ხოლო გაისად, ნორვეგიელ გოლადორს ჩააცვას თეთრი მაისური. ABC-ის ინფორმაციით, მინო რაიოლა, რომელიც დორტმუნდელის საფეხბურთო წარმომადგენელია, ყველაფერს აკეთებს, რათა ჰოლანდი მომდევნო თვეების განმავლობაში გაასხვისოს. მისი აზრით, ახლა საუკეთესო მომენტია იმისათვის, რომ ფეხბურთელმა რომელიმე ევროპული გრანდის კარი შეაღოს. ეს ყველაფერი კი, „რეალის“ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.
დიდად არც „ბორუსიას“ სურვილს წარმოადგენს ერლინგის გაშვება 2021 წელს. მათ რიგებს უკვე ტოვებს სანჩო და ზედიზედ ორი ლიდერის გაშვება, „ყვითლებისთვის“ სერიოზული დარტყმა იქნება. გერმანელები მის წასვლაზე მწვანე შუქს, მხოლოდ მეტად სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში აანთებენ.
- 25 ივნისი 2021
- 1 912
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.