რომელი 10 ფეხბურთელი დატოვებს „რეალს?“
მიმდინარე ზაფხულს სამეფო კლუბში დიდი ცვლილებებია დაგეგმილი.
როგორც ფლორენტინო პერესმა დასძინა, არსებული მომენტისათვის, „რეალის“ რიგებში 35 ფეხბურთელი ირიცხება, თუმცა ახალი სეზონის განაცხადში, მხოლოდ 25 მათგანის შეყვანაა შესაძლებელი: „რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშე ვერ მოხვდება შემადგენლობაში. ანჩელოტი გულისყურით სწავლობს არსებულ სიტუაციას, ხოლო ხოსე ანხელი გარკვეულ მოლაპარაკებებს აწაარმოებს ფეხბურთელებსა და მათ წარმომადგენლებთან. ჩვენთან არა ერთი ახალგაზრდა ირიცხება, რომელთათვის არსებითად მნიშვნელოვანია პროგრესი.“
აქედან გამომდინარე, „რეალის“ დატოვება, არც მეტი არც ნაკლები, 10 ფეხბურთელს მოუწევს. თქვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილი წევრებიდან, ვინ უნდა წავიდეს „ბლანკოსიდან?“
კურტუა, ლუნინი, ნაჩო, ჩუსტი, ალაბა, მარსელო, მენდი, ვარანი, მილიტაო, ოდრიოსოლა, ვალეხო, კარვახალი, მიგელ გუტიერესი, კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, სებალიოსი, ლუკას ვასკესი, ოდეგარი, ისკო, ბლანკო, ბრაჰიმ დიასი, არიბასი, ასენსიო, კუბო, იოვიჩი, რეინიერი, მაიორალი, მარიანო დიასი, ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი, როდრიგი და იოვიჩი.
- 25 ივნისი 2021
- 1 605
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.