„სევილია“ კუნდეს 80 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს
ჯულს კუნდესთან დაკავშირებული ინფორმაციები ანდალუსიაში ძალიან აქტუალური ხდება. ფრანგი მცველით „რეალი“ ინტერესდება, მაგრამ „სევილია“ არარეალურად თანხას ითხოვს.
ფლორენტინო პერესი 50 მილიონ ევროს ჩამოდის, ხოლო ანდალუსიელები 80 მილიონს ითხოვენ, რაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობისთვის არარელევანტური თანხაა.
გავრცელებული ინფორმაციით, სევილიელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესს შეუთავალა, რომ ფრანგ მცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ამ მხრივ ხელმძღვანელობა არ ნერვიულობს.
მადრიდში კი მიაჩნიათ, რომ თავად ფეხბურთელის გააქტიურების შემთხვევაში, შეთანხმება სავსებით მიღწევადი იქნება.
- 25 ივნისი 2021
- 694
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.