ისკოს აგენტი ახალ კლუბს აქტიურად ეძებს
მიუხედავად იმისა, რომ ისკო ალარკონს რამდენიმე რეალური შეთავაზება აქვს, ფეხბურთელის აგენტი ახალ კლუბს მაინც აქტიურად ეძებს.
ესპანელი ნახევარმცველის მიმართ ინტერესს იტალიური და ბრიტანული კლუბები გამოხატავენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისკო „მილანს“ 4 წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა საბოლოო ჯამში დამაგვირგვინებელი ფაზა ვერ ვიხილეთ.
ახალი ინფორმაციების მიხედვით, ალარკონის აგენტი საუბრობს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბთან, ხოლო იტალიიდან ასპარეზზე „ნაპოლი“ და „ინტერიც“ გამოჩნდნენ.
რაც შეეხება „მილანს“. „როსონერი“ ზაფხულში საკმაოდ აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებას გეგმავს და ეჭვი არავის ეპარება, რომ გუნდი ალარკონისთვის კვლავ იბრძოლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ ისკოს მადრიდულ კარიერას მალე დაესმება წერტილი.
- 25 ივნისი 2021
- 700
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.