ჩავი:„რამოსის „რეალის“ ლეგენდაა, ქომაგებს ეს ამბავი მუდმივად ემახსოვრებათ“
ჩავი ერნანდესის აზრით, სერხიო რამოსის მადრიდის „რეალიდან“ წასვლა კლუბის ქომაგებს ყოველთვის კარგად ემახსოვრებათ და გუნდის ხელმძღვანელობა ვერცერთი ინფორმაციის გავრცელებით ამ ამბავს ვერ გადაფარავს.
„სულ რომ ახალი „გალაქტიკო“ შექმნას ფლორენტინო პერესმა, რამოსის წასვლის საკითხს ვერ გადაფარავს, ვინაიდან ის სამეფო კლუბის უდავო ლეგენდა და ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელია.“
„16 წლის განმავლობაში სერხიო „ბლანკოსში“ ეპოქა შექმნა, რომელსაც წერტილი უეცრად და ყველასათვის გასაკვირად დაესვა.“
„მე დიდ პატივს ვცემ ესპანელ ფეხბურთელს და მჯერა, რომ ის ევროპულ ფეხბურთში კიდევ იტყვის საკუთარი სიტყვას.“
- 25 ივნისი 2021
- 962
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.