წითელი „მანჩესტერს,“ მწვანე „პსჟ“-ს?
როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ გრძელი იქნება.
არსებული მომენტისათვის, რაფაელ ვარანის მომავალთან დაკავშირებული საკითხები მეტად აქტუალურია. ის, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი სამეფო კლუბში დარჩენას არ აპირებს, ალბათ, გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღარ არის. „რეალის“ „ორიანის“ შესაძლებლობების მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პსჟ“ გამოთქვამენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ ესპანელებს ვარანი-პოგბას ბარტერი შესთავაზეს, რაზეც მყისვე უარი მიიღეს, ვინაიდან, „რეალის“ მთავარი მიზანია კილიან მბაპეს შეძენა და ამისათვის მათ ნაღდი ფული ესაჭიროებათ.
„თეთრები“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ფეხბურთელების გაცვლას, თუ ეს პარიზული გრანდის მონაწილეობით მოხდება. უფრო კონკრეტულად, მადრიდელები მზად არიან, რომ ესოდენ სასურველ მბაპეს ტრანსფერში, მისი თანამემაულე ვარანი ჩართონ. ამ შემთხვევაში, ფლორენტინო პერესს გაცილებით ნაკლები ფულის გადარიცხვა მოუწევს ნასირ ალ ხელაიფის ჯიბეში.
DC
- 25 ივნისი 2021
- 1 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.