პერესი:„ზიდანის რეალიდან წასვლაზე 100%-იან სიმართლეს გეტყვით“
ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანის „რეალიდან“ წასვლასა და ღია წერილზეც ისაუბრა...
„მე შემიძლია გითხრათ, 100%-იანი სიმართლე ზინედინ ზიდანის წასვლა. ფრანგის გამომშვიდობება არ გამკვირვებია, ვინაიდან „რეალს“ ძალიან მძიმე და ბრძოლით სავსე სეზონი ჰქონდა. ეს არ იყო მარტივი საქმე. ზინედინი ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაიღალა.“
„მთელი დღის მანძილზე ვცდილობდი ლეგენდის გადარწმუნებას და დარჩენაში დაყოლიებას. ჩემი ნება რომ იყოს, ზიზუ ახლაც მთავარი მწვრთნელი იქნებოდა, მაგრამ წასვლა თავად გადაწყვიტა და მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.“
„ფრანგის ღია წერილი არ წამიკითხავს, თუმცა მომახსენეს, რომ ეს არ იყო სასიამოვნო. პირდაპირ გეტყვით, რომ ზიზუს ჩემთვის პრეტენზიებით არ მოუმართავს და ნამდვილად გაკვირვებული დავრჩი იმ წერილის გამო, რომელიც საჯარო გახდა.“
- 25 ივნისი 2021
- 5 642
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.