„რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ელოდება
„რეალში“ უკვე შეგუებულნი არიან, რომ რაფაელ ვარანი მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს.
ბოლო ინფორმაციით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულებაც დააკორექტირეს. თუ აქამდე, ვარანის ტრანსფერისგან 70-80 მილიონ ევროს ელოდებოდნენ, ახლა მზად არიან 50 მილიონი ევროთი დაკმაყოფილდნენ, ვინაიდან, არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კლუბების შესაძლებლობები შესუსტებულია.
ესპანეთის დედაქალაქში იციან, რომ ვარანის პოტენციალით ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოთქვამს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში სწორედ „წითელი ეშმაკებისგან“ ელოდებიან წინადადებას.
როგორც იცით, რაფა უარს აცხადებს „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, შესაბამისად, თუ მისი გაყიდვა მომდევნო თვეებში არ მოხდა, ის გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს, რაც კლუბისთვის საკმაოდ წამგებიანი იქნება.
- 24 ივნისი 2021
- 812
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.