ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე „რეალი“ ვარანის საკითხს აჩერებს
მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ვარანის აგენტი მადრიდის „რეალს“ თავად დაუკავშირდა და „პსჟ“-თან და მანჩესტერ „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებების წარმოება ითხოვს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-ს სპორტულმა დირექტორმა, რაფასთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა, მადრიდული გრანდი სიმშვიდეს ინარჩუნებს...
ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, სამეფო კლუბი ფრანგ მცველთან დაკავშირებით არანაირ კონსულტაციებს აღარ გამართავს.
როდესაც საფრანგეთის ნაკრები ევროსარბიელს დაემშვიდობება, ვარანს მადრიდში ერთი ვიზიტი მოუწევს, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება. ამ ეტაპზე წასვლა/არწასვლის შანსები თანაბარია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელის გაშვების შემთხვევაში „ბლანკოსი“ მინიმუმ 70 მილიონ ევროს მოითხოვს.
- 24 ივნისი 2021
- 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.