მადრიდში მოდრიჩის კონტრაქტის კიდევ გახანგრძლივებაზე უკვე ფიქრობენ
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ ლუკა მოდრიჩის კონტრაქტის კიდევ გახანგრძლივებაზე ფიქრობენ...
ლუკიტამ 1 თვის წინ უკვე გაახანგრძლივა და ის გუნდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა სამეფო კლუბში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის ფიზიკური თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
არ არის გამორიცხული, 2022 წლის იანვარში კიდევ ახალი ხელშეკრულება შედგეს, რომლის მიხედვითაც, ნახევარმცველი „ბლანკოსს“ საკუთარ ბედს 2023 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს.
- 24 ივნისი 2021
- 13 384
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.