კაზემირომ ბრაზილიას მოაგებინა

კოპა ამერიკის მესამე ტურის შეხვედრა ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის საკმაოდ დრამატული გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ რუედას შეგირდები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, „სელესაომ“ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და 3 ქულის აღება. 78-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრება რობერტო ფირმინომ აიღო საკუთარ თავზე, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 (!) წუთზე, ნეიმარის მოწოდებულ კუთხურს, შედეგიანად დაუხვედრა თავი კაზემირომ და შესაბამისად, მატჩის გმირად მოევლინა „ყვითლებს.“ საბოლოოდ, ტაბლოზე 2-1 დაფიქსირდა ბრაზილიელების სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებს, მილიტაოსა და ვინისიუსს, განვლილ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

3 ტურის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები დამაჯერებლად (9 ქულით) ლიდერობს A ჯგუფს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)