ბენზემა: „მათგან დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, მაგრამ...“

კარიმ ბენზემამ ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, 2 გოლის გატანა მოახერხა. სპეციალისტებმა ფრანგს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც უბოძეს.

„დიდებული მატჩი გამოდგა შესანიშნავი მეტოქის წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვიცოდით, თუ როგორ შეეძლოთ ბურთაობა პორტუგალიელებს. გულშემატკივრებმა ბევრი გოლი იხილეს და არაერთი მომენტი. 90 წუთის განმავლობაში ხიფათის შექმნას ვცდილობდით.“

„ჩემს ირგვლივ ძალიან დიდი ზეწოლა მოდის და ეს ნორმალურია. მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს ჩამომიყრია ყურები და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. განვლილ შეხვედრაში ნავსი გავტეხე, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნაკრებმა მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. „მამლების“ რიგებში 5 წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და ლოგიკურია, როდესაც მთელი ქვეყანა მაკვირდება. მინდა მაქსიმალური სიამოვნება მივიღო თანაგუნდელებთან ერთად.“

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ქომაგების მხარდაჭერა. პორტუგალიელებთან შეხვედრაში ფანების გვერდში დგომამ დამატებითი მუხტი მომცა. იმედია, ბევრი ასეთი საღამო იქნება წინ.“

„როგორც უკვე აღვნიშნე, მთელი საფრაგეთის მხრიდან ვგრძნობდი ზეწოლას, მაგრამ მე ვარ პროფესიონალი ფეხბურთელი და ესეც საჭიროა. ბედნიერი ვარ, როგორც გოლების გატანით, ასევე 1/8 ფინალის საგზურის მოპოვებით. მადრიდის მსგავსად, ეროვნულ გუნდშიც მინდოდა შედეგიანი დარტყმების განხორციელება.“

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)