"ბლანკოსი" ლუისსაც განიხილავს
"The Times"-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "ბენფიკას" მცველს, დევიდ ლუისს, აკვირდება.
ამავე დროს ცნობილია, რომ ლისაბონური კლუბის დაცვის ბურჯით, რიგი ინგლისური გრანდებიც არიან დაინტერესებულნი.პორტუგალიელების თქმით, "ჩელსიმ" 12 მილიონიც კი შესთავაზა გუნდს დევიდის სანაცვლოდ.
ნიშანდობლივია, რომ ლუისს ხშირად პეპეს ადარებენ.მიმომხილველების აზრით, ეს ორი ფეხბურთელი თამაშის სტილით ძალზედ წააგავს ერთმანეთს.დევიდ ლუისი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯება, მაგრამ მას ასევე შეუძლია გარემარბობაც.
- 23 ივნისი 2010
- 1 814
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.