ბენზემა, ვარანი და კროოსი 1/8 ფინალში იასპარეზებენ
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღე მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც საფრანგეთი და პორტუგალიელი შედეგიანად დაუზავდნენ ერთმანეთს - 2:2. აღსანისანვია, რომ ოთხივე ზუსტი დარტყმა "რეალის" მოქმედმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა გაიფორმეს. "მამლების" რიგებში ბენზემა გამოირჩა დუბლით, ხოლო "წითლების" მხრიდან რონალდუმ მოახერხა 2 თერთმეტმეტრიანის გოლად გარდასახვა. კარიმი და ვარანი 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე.
ბენზემამ 2015 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, პირველად გამოიჩინა თავი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ის და კრიშტიანუ ერთად გავიდნენ შესვენებაზე და გასახდელში მაისურებიც გაცვალეს. ექს თანაგუნდელების შეხვედრა ემოციებით დატვირთული გამოდგა.
F ჯგუფის მეორე წყვილში, გერმანელებმა და უნგრელებმა იდენტური ანგარიში დააფიქსირეს ტაბლოზე. ტონი კროოსმა შეუცვლელად იასპარეზა.
ამრიგად, 1/8 ფინალის საგზური საფრანგეთმა, გერმანიამ და პორტუგალიამ მოიპოვეს.
- 24 ივნისი 2021
- 918
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.