სრული სიგიჟე - რას აპირებს მადრიდის "რეალი?"
როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" მთავარი პრიორიტეტია კილიან მბაპე, ხოლო შემდეგ მოდის ერლინგ ჰოლანდი.
მადრიდელების გეგმის მიხედვით, მიმდინარე ზაფხულს ფრანგი შემტევის გადაბირება უნდა მოხდეს. რაც შეეხება ნორვეგიელს, მისი ტრანსფერი გაისად არის დაგეგმილი.
Defensa Central-ი, კლუბის წარმომადგენელზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მიუხედავად არსებული ფინანსური კრიზისისა, "რეალი" 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მბაპესა და ჰოლანდის გათეთრებას არ გამორიცხავს. ფლორენტინო პერესი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას აპირებს და ნამდვილ ვაბანკზე მიდის.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, უდავოდ საინტერესო საფეხბურთო ზაფხული ელოდება გულშემატკივრებს.
- 23 ივნისი 2021
- 4 965
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.