„რეალი“ ისაკის აგენტს დაუკავშირდა
სამეფო კლუბი შვედი ფეხბურთელის მსურველთა რიგებს ოფიციალურად შეუერთდა.
Cadena Ser-ისა და AS-ის ინფორმაციით, „რეალმა“ უკვე დაამყარა პირველი კონტაქტი Universal Sport Group agency-ისთან, რომელიც ლუკა მოდრიჩის მსგავსად, ალექსანდერ ისაკის საფეხბურთო წარმომადგენელია. მადრიდელები ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალაგზრდა თავდამსხმელის ამჟამინდელი მდგომარეობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ.
ისაკი „რეალ სოსიედადის“ შემადგენლობის წევრია. მან განვლილ სეზონში 17 შედეგიანი დარტყმა და 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში. წარმატებული ბურთაობის წყალობით, მისით არა ერთი კლუბია დაინტერესებული. ამ მომენტისათვის, მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, იბრძოლებს თუ არა „რეალი“ ისაკის გადაბირებისათვის, ვინაიდან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, „თეთრების“ ნომერ პირველი პრიორიტეტი კილიან მბაპეა, ხოლო ნომერ მეორე ერლინგ ჰალანდი.
- 23 ივნისი 2021
- 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.