ვის და რის გამო ირჩევს რამოსი პარიზს?
უახლოეს მომავალში სერხიო რამოსი ახალი ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.
როგორც იცით, ანდალუსიელი ცენტრალური მცველის პოტენციალით არა ერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული („პსჟ,“ „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ბაიერნი,“ „ჩელსი“ და ა.შ.), თუმცა ფეხბურთელის სურვილია კარიერის პარიზულ გრანდში გაგრძელება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი გახლავთ ნეიმარი. ცნობილი ფაქტია, რომ რამოსსა და ბრაზილიელს შორის შესანიშნავი ურთიერთობა სუფევს. რამდენიმე წლის წინ, „ოთხიანმა“ პერესსაც კი სთხოვა ნეის ტრანსფერისთვის ბრძოლა. გავრცელებული ინფორმაციით, „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა.
სერხიოს აზრით, საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლა კარგი გადაწყვეტილება იქნება მისი ოჯახისთვის. საქმეს ისიც ამარტივებს, რომ რამოსებს სამშობლოსგან შორს არ მოუწევთ ყოფნა.
ამასთანავე, სევილიელ მოთამაშეს „პსჟ“-ს გასახდელში დახვდებიან ყოფილი თანაგუნდელები ნავასი-დი მარიას სახით და ესპანელი ფეხბურთელები (პაბლო სარაბია, ანდერ ერერა, სერხიო რიკო და ბერნატი). შესაბამისად, მას ენობრივი ბარიერის პრობლემაც არ შეაწუხებს.
AS
- 23 ივნისი 2021
- 1 379
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.